|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისია წევრებმა დატოვეს

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ორმა წევრამ დღეს კომისია დატოვა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "საჩინოს" წარმომადგენლის, ზურაბ ხურციძის და  ნუგზარ კვირიკაშვილის  განცხადებით, კომისიამ, კერძოდ კი, კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ მარგელაშვლმა და მისმა მოადგილემ, მამუკა მღვდელაძემ  საჯარო მოხელეთა შესახებ კანონი დაარღვიეს.  
"მათ ხუთი დღის ვადაში უნდა  ეცნობებინათ კონკურსში გასული კომკურსანტებისთვის შედეგები. ამის შემდეგ კი, ქალაქის მერის მოვალოების შემსრულებლითვის ორი კვირის ვადაში უნდა წარედგინათ მათ მიერ შერჩეული კონკურსანტების სია. თუმცა, ასე არ მოხდა", - განაცხადა ზურაბ ხურციძემ. მისივე თქმით, ის უხერულობას გრძნობს კომისიის არაეფექტური მუშაობის გამო, კონკურსანტების წინაშე. 
კომისიის უკვე ყოფილი წევრის ბრალდებას საკონკურსო  კომისიის თავმჯდომარე, თამაზ მარგელაშვილი უარყოფს და ამბობს, რომ კომისიას არანაირი კანონი არ დაურღვევევია. 
"ესეც რომ არ იყოს, თავად კონკურსანტებიც უნდა დაინტერესებულიყვენენ შედეგბით. ბატონ ზურაბს კი ვურჩევდი, ამის გამო უხერხულობა ნუ ექნება. თუკი სხვა რამეებს გადახედავს, მაშინ უხერხულობის გრძნობა აუცილებლად შეაწუხებს. ეს არის შეგნებულად მართული პროცესი. ვიღაცამ უნდა რომ დატოვოს კომისია და დატოვა", - განაცხადა მარგელაშვილმა. მისი თქმით, ხურციძემ კომისიის წევრობით 1000 ლარი მიიღო. 
საკონკურსო საატესტაციო კომისია 2013 წლის აპრილში შეიქმნა. კომისია 7 წევრით იყო დაკომპლექტებული. ამ დროისთვის კი, მხოლოდ 4 წევრია დარჩერნილი.  
კომისიას უნდობლობას თავად, "დაწუნებული" კონკურსანტებიც უცხადებენ. 

ავტორი: თეკლე მორგოშია