|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის იურისტი - კანონი კონკურსში მონაწილეებმა დაარღვიეს

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის სამართლის საქმეთა განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძე განმარტებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში გამარჯვებულ მონაწილეებს ორ კვირაში თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადებით ქალაქის მერის მოვალოების შემსრულებლისთვის უნდა მიემართთ.

რასაც მათ, საჯარო მოხელეთა 35-ე მუხლი ავალდებულებთ. 
"კონკურსანტები ვალდებულები იყვნენ კომისიის შედეგების შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში მიემართათ მერის მოვალოების შემსრულებლისთვის თანამდებობზე დამტკიცების შესახებ. მათ კი მხოლოდ ერთ თვის შემდეგ მიმართეს.ასე,რომ მათ დაარღვიეს საჯარო მოხელელთა შესახებ კანონი და ამიტომაც, კომისიის შედეგები ავტომატურად გაუქმებულია", - განმარტავს ირაკლი გიორგაძე. 
მისივე თქმით,  ამ შემთხვევაში კომისიის  ბრალეულობის საკითხი არ დგას. თუმცა, გიორგაძე ამბობს, რომ კომისიაც ვალდებულია კონკურსანტებისთვის საბოლოო შედეგები 5 დღეში ეცნობებინა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 6 წევრიანი შემადგენლობა ორმა წევრმა დატოვა.  

ავტორი: თეკლე მორგოშია