ოთხშაბათი, 11 ივნისი, 2025 წელი 19:51:05
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს სტატისტიკა: იმერეთში დანაშაულმა 49,9%–ით იკლო

შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული, 2013 სრული კალენდარული წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები კრიმინოგენულ მდგომარეობას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, რეგიონების მიხედვით ასახავს.

2013 წლის 12 თვის მონაცემებით იმერეთიში - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მომხდარ დანაშაულთა სტატისტიკა  2811–ს შეადგენს. შსს–ს ინფორმაციით, დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი 81,4%–ია ( 2288).

შსს–ს სტატისტიკის მიხედვით, 2013 წელს, 2012 წელთა შედარებით, დანაშაულმა 49,9%–ით იკლო (2804). ხოლო გახსნის მაჩვენებლის მატება: 63,5%–ია.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკას, შსს–ს ინფორმაციით, 2013 წელს, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დანაშაულის 10036 ერთეულით კლება დაფიქსირდა, რაც 25,7%-ს შეადგენს. გახსნის მაჩვენებელმა 40,9%-ით მოიმატა და 59,9%-ს შეადგენს.

შსს ასევე აქვეყნებს დეკემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით და რეგიონების მიხედვით.

2013 წლის დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 1470 ერთეულით იკლო, რაც 36,9%-ია, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,4%-ით მოიმატა და 50,2%-ს შეადგენს.

ავტორი: ნიუპრესი