ქუთაისის მერიამ რეკლამისთვის აქუციონზე გარეგანათების ბოძები გაასხვისა
ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხმის გამავრცელებელი ტექნიკური მოწყობილობა განთავსდება. აღნიშნული მოწყობილობების დამონტაჟებისათვის ქუთაისის მერიაში აუქციონი დღეს გაიმართა.
ხმის გამავრცელებელი მოწყობილობა 4 ერთეულ ელექტრო განათების ბოძზე დამაგრდება.
აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ფიზიკურმა პირმა, გიორგი ჟორჟოლიანმა მიიღო, რაშიც მან 306 ლარი გადაიხადა. "გრანდ მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ელ.განათების ბოძებზე ხმის გამავრცელებელი მოწყობილობის სარგებლობის უფლება გიორგი ჟორჟოლიანს 2 წლით ვადით აქვს.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა