გია თევდორაძე - სემეკი ქუთაისიდან მმართველი გუნდის ინტერესების გამო გადააქვთ
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე ქუთაისიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადატანას აპროტესტებს.
თევდორაძის თქმით, სემეკი დედაქალქში, მმართველი გუნდის ინტერესების გამო გადააქვთ და მოტივად უსუსური მიზეზები მოჰყავთ.
"ყველაზე ტრაგიკომიკული ამ გადაწყვეტილებაში ისაა, რომ სემეკის გადატანის მოტივად იმას ასახელებენ, რომ ეს სტრუქტურა დედაქალაქში უფრო განვითარდება. მინდა ვკითხო მმართველი გუნდის წევრებს, თუ ქუთაისში ვერ ხდავთ განვითარების შანსს, მაშინ რას პირდებით ქუთაისელებს, ექნება თუ არა ქუთაისს განვითარების უფლება?," - ამბობს გია თევდორაძე.
მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან სემეკის გადატანის შემდეგ მომდევნო ეტაპი, ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადატანა იქნება.
"ხელისუფლება არაფერს ერიდება და მალე პარლამენტსაც გადაიტანენ, იმის გამო რომ ყველაფერი თბილისში ჰქონდეთ და კომფორტულად იგრძნონ თავი. თუმცა ქუთაისისთვის ამით შეუქცევადი კვდომის პროცესი დაიწყება,"- განმარტავს თევდორაძე.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა