ქუთაისელ "მეოცნებეს" ფრაქციის დატოვების უფლება არ მისცეს?
neworess.ge-ის ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრს, აკაკი სიხარულიძეს, ფრაქციის დატოვების შეასაძლებობა არ მისცეს.
არსებული ინფორმაციით, საკრებულოს "მეოცნებე" დეპუტატმა ფრაქციის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. თუმცა, მასზე ფრაქციის თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლის შედეგად საკრებულოში "მეოცნებეთა" რიგებს დაუბრუნდა.
newpress.ge შეეცადა არსებული ინფორმაცია თავად აკაკი სიხარულიძესთან გადაემოწმებინა. თუმცა, დეპუტატს ტელეფონი გამორთული აქვს.
"დიახ, აკაკი სიხარულიძეს ტელეფონი გამართული აქვს დღეს. მისი ნებერთვით, მის ირგვლილ არსებულ შეკითხვევბს მე ვუპასუხებ. მას სურდა არა ფრაქციის დატოვება, არამედ, საერთოდ საკრებულოდან გასულიყო. ამაზე უკვე დაწერილი აქვს განცხადება, რომელსაც საკრებულოს იურიდიული კომისია განიხილავს", - განუმარტა newpress.ge-ს საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მღვდელაძემ.
მისივე თქმით, საკრებულოს დეპუტატის გადაწყვეტილება ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
"ასევე, მას კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა მერიასთან", - აღნიშნა მღვდელაძემ.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა