|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თანამდებობიდან გადადგომას, და კომისიის დაშლას ითხოვენ.

"კომისიამ თავისი რვა თვიანი ისტორიის მანძილზე ვერაფერი გააკეთა. კომისიის მუშაობამ დააზარალა კონკურსის მონაწილეებიც, რადგან ის ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას და კომისია კერძო ინტერესებს ატარებდა. ამიტომ კომისიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს და კომისია დაიშალოს,"- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქოლაქო ინტერესების დაცვის ცენტრი "არგუსი"-ის ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე.

მისივე თქმით, კომისიის თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტიდანაც უნდა გადადგეს.

"მაშინ,როდესაც თამაზ მარგველაშვილმა 7 კაციან კომისისას ვერ გაუწია ორგანიზება, ეჭვქვეშ დგება მისი საკრებულოს თავმჯდომარეობის საკითხიც. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ მან ასევე საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტიც დატოვოს. აღნიშნული საკითხის დასმას საკრებულოს მომდევნო სხდომაზე ვაპირებთ,"-განმარტავს მანაგაძე.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუთაისის მერიის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციების ტალღა დაიწება.

ავტორი: ანა ჯანაშია