რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის 135 მილიონი ლარი გამოიყოფა
რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის 135 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.
აღნიშნული საკითხის დასამტკიცებლად მინისტრები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსაჯელებენ. საკითხი მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს გამოქვს.
"აღნიშნული საკითხი ეხება რეგიონების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 135 მილიონი ლარის გამოყოფას. ეს ეხება პირველი ეტაპის სამუშაოებს. ჩვენთან სახელმწიფო კომისია მუშაობს, რომლის ფარგლებშიც მომზადებული პროექტები თვითმმართველობებიდან შემოდის, მტკიცდება და შესაბამისად გამოეყოფათ მათ დაფინანსება. მას შემდეგ, რაც საკითხი მთავრობაზე დამტკიცდება გავაკეთებთ დეტალურ განცხადებას, თუ რა პროექტებია ჩვენთან შემოსული და ადგილობროვი თვითმმართველობების მიერ დამტკიცებული,"- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.
წყარო: www.mrdi.gov.ge
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა