"ნაციონალი" ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიაზე- სცენარის რეჟისორი იმერეთის გუბერნატორია
"შეშლილი, შეშლილი, შეშლილი, შეშლილი, - ამ სახელწოდების სცენარი მიუძღვნა ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა, გია გოქაძემ მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
გოქაძის სცენარის მიხედვით, კომისიას პროდიუსერის ფუნქციას "კოალიცია ქართული ოცნება" ასრულებს, რეჟისორი - იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილია, ოპერატორი - გოჩა თევდორაძე, ხოლო მონტაჟს ძალოვანი სტრუქტურები ახდენენ. "ნაციონალი" დეპუტატის მიერ შემნილ სცენარში მთავარი როლის "გოჩია2"-ის შემსრულებელია თამაზ მარგველაშვილი (საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე), "კაცის კაცი" - მამუკა მღვდელაძე ("საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე), "მისტერ შულერი" - საკრებულოს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე, კახა ნემსიწვერიძეა, , "ქალიშვილის პროტეჟე" - აღნიშნული კომისიის ყოფილი წევრი, ზურაბ ხურციძე, "ქალები სამზარეულოდან" - კომისიის წევრები, ნესტან ნებულიშვილი და ნინო დვალი, "ნარმანიას ძმაკაცი" - შოთა მურღულია და ადამიანი - მოტყუებული კონკურსანტი.
გია გოქაძემ აღნიშნული სცენარი დღეს საგანგებო ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს გააცნო.
"კომისია თავიდანვე იყო განწირული, რომლის ერთადერთი მიზანი იყო "ნაციონალების" მოცილება სამსახურებიდან. ამაში კარგად დაეხმარნენ "ოცნება" და "პატრიოტები", - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.
მისივე თქმით, აღშნიშნულ პროცესებზე პასუხისმგებლობა იმერეთის გუბერანატორს, ზაზა მეფარიშვილს, მამუკა მღვდელაძეს, "უმუშევარ" გოჩა თევდორაძესა და თამაზ მარგველაშვილს ეკისრება.
"სწორედ ეს ადამიანები იკრიბებოდნენ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე უშიშროების შენობაში ყოფილ უფროსთან, ზაზა მეფარიშვილთან", - აღნიშნა გია გოქაძემ.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა