|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დადგმულ ჯიხურებს ცენტრალური უბნებიდან აიღებენ

ქუთაისში საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, იმ ჯიხურებს აიღებენ, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული.
წინასწარი ინფორმაციით, საუბარია წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე განთავსებულ სასურსათო ჯიხურებზე.
აღნიშნულის შესახებ newpress.ge-ის გადაცემა "აქენტში" ქუთაისის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრო მარჯანიშვილმა განაცხადა.
"მივიღეთ შუალედური გადაწყვეტილება, თუ რომელი ჯიხურია ასაღები და რომელის ადგილმონაცვლეობა უნდა მოხდეს. შესაბამისად, კორექტირება შევა საკრებულოს გადაწყვეტილებაში გაცემული ტერიტორიების მიმართ. ქუთაისის ცენტრალური უბნებიდან მოხდება იმ ჯიხურებს აღება, რომლებიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს ,"– განმარტავს მარჯანიშვილი.
გარდა ამისა, თუ რა გადაწყვეტილებების მიღება იგეგმება ქალაქში დადგმულ ჯიხურებთან მიმართებაში, შეგიძლიათ ნახოთ დღეს 19 საათზე, newpress.ge-ზე, გადაცემაში "აქცენტი". 

ავტორი: ანა ჯანაშია