ქუთაისის ცენტრალურ უბანში რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იგეგმება
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, რეაბილიტაციის ახალი ეტაპის დაწყება იგეგმება. საუბარია, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.
ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციასთან ერთად, ახალი ობიექტების აშენებაც იგეგმება. აღნიშნულის შესახებ განცხადება, ქუთაისის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალოების შემსრულებელმა, ანდრო მარჯანიშვილმა newpress.ge-ის გადაცემა "აქცენტში" გააკეთა.
ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე საუბარი ჯერ კიდევ ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ (2008 წელი) იყო.
"ამ ქუჩის რეაბილიტაციაზე საუბარი წლების წინ იყო. მაშინ პროექტიც კი არსებობდა, რომელითაც ახლა ვიხელმძღვანელებთ. თუმცა, პროექტში რაღაც ცვლილებები შევა", - განმარტავს მარჯანიშვილი.

ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა