|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის სოფელში 6 წლის გოგონას ცხედარს ეძებენ

ვანის რაიონის სოფელ შუამთაში მაშველები 6 წლის გოგონას ცხედარს ეძებენ. მედეა ადეიშვილი გუშინ საკუთარ 8 წლის ძმასთან ერთად მდინარის ნაპირზე თამაშობდა. ერთ ერთი ვერსიით გოგონას ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. სამძებრო სამუშაოები იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ დაიწყეს, დღეს კი სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური მყვინთავთა ჯგუფიც შეუერთდა. სამუშაოების მიმდინარეობას თვალყურს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი ადევნებს. 

ავტორი: ნიუპრესი