|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის სოფელში 6 წლის გოგონას ცხედარს ამ დრომდე ეძებენ

ვანის რაიონის სოფელ შუამთაში დაკარგულ 6 წლის გოგონას მაშველები ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოების შედეგად მდინარე ყუმურში ნაპოვნია გოგონას სვიტერი და ქუდი, რის გამოც, მაშველები ვარაუდობენ, რომ გოგონა მდინარეში ჩავარდა.

6 წლის გოგონა 15 იანვარს დაიკარგა. თანამშრომლებმა 2 დღის წინ დაიწყეს. მამამ გოგონა თავის 7 წლის ძმასთან ერთად მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად გაგზავნა, თუმცა სახლში მხოლოდ ბიჭი დაბრუნდა. ძმა დის დაკარგვის რამდენიმე მიზეზს ასახელებდა, კერძოდ, დამალვას ან  მდინარეში გადავარდნას.
სამძებრო სამუშაოები იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 2 დღის წინ დაიწყეს. გუშინ სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური მყვინთავთა ჯგუფიც შეუერთდა. 

ავტორი: ნიუპრესი