შოთა მურღულია - ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებს წლის ბოლომდე ბევრი სიურპრიზი ელოდებათ
ქუთაისის მერიის ინიციატივით, ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებს, ნათლისღებისდღესასწაული მიულოცეს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილთან ერთად აღსაზრდელებს ტკბილეული დაურიგეს.
ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებისთვის ტკბილეული "სოფლის ნობათმა" და "მაკდონალდსმა"გამოჰყო.
საჩუქრებთან ერთად ბავშთა სოფლის აღსაზრდელებისვთის ფილმის ჩვენებაც მოეწყო.
როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ამბობს, ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებზე ყურადღების მიქცევა მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
"მიგვაჩნია რომ ამ ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა აუცილებელია. ქალაქის მერია ამას ამტკიცებს კიდეც. ჩვენ აქ უკვე მესამედ მოვედით და ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებს წლის ბოლომდე ბევრი სიურპრიზი ელოდებათ,"-ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია.
ქუთაისის ბავშვთა სოფელში ამ დროისთვის სულ 60 აღსაზრდელი ცხოვრობს.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა