როგორი იქნება პატრულის ახალი ავტომობილები - შსს ავტოპარკის განახლებას გეგმავს
შესაძლოა ამჟამინდელი საპატრულო ავტომობილები ახალი მოდელის ავტომობილებმა ჩაანაცვლოს.
როგორც შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელი, ვიკა კლიმიჩევას ამბობს, ახალი ავტომობილი შსს-მ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზნით სატესტო რეჟიმში ჩამოიყვანა.
"შსს-ში ყოველწლიურად მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება. ახალი ავტომობილი შსს-მ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზნით სატესტო რეჟიმში ჩამოიყვანა. ამ ეტაპზე, დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად ამ ფოტოზე ნაჩვენები მოდელით მოხდება თუ არა ავტოპარკის განახლება. ფოტოზე ნაჩვენები მოდელის გარდა, სხვა მოდელებიც განიხილება",- ამბობს შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელი, ვიკა კლიმიჩევა.
წყარო: ambebi.ge
წყარო: ambebi.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



13:08
11:18
11:17
11:11
19:33
















