|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია – სოლიდური საჩუქრები არავისთვის დაგვირიგებია

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახლემწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე, საჯარო მოხელეებისთვის საახალწლოდ სოლიდური საჩუქრების   დაგირიგებას მტკნარ სიცრუეს უწოდებს. 

newpress.ge–სთან საუბარშიი გიორგი ღავთაძე განმარტავს, რომ მათ სოლიდური საჩუქრები არავისთვის დაურიგებიათ.
"რა სისულელეა, რა სოლიდური საჩუქარები უნდა გადაგვეცა. უბრალოდ, ადამიანური მომენტიდან და ურთიერთობიდან  გამომდინარე ტკბილელულით მოვიკითხეთ უნივერსტიტები და ასევე, ის ადამიანები, რომლებიც საუნივესრიტსტო განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.  ეს იყო ტკბილეული, კამფეტი და ღვინო. არ ვიცოდი ეგ თუ ქვეყნის დაქცევას ნიშნავდა. როგორ ფიქრობთ, მას შემდეგ აქ რაც პროკურატურაა რამე სოლიდურ საჩუქარი ვინმეს გამორჩებოდა,?თუნდაც ჟურნალისტებს!", – განმარტავს  ღავთაძე. 

ავტორი: თეკლე მორგოშია