|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინოვნიკები უნივერსიტეტიდან საჩუქრების მიღებაზე – ფასით არ დავინტერესებულვართ

ქუთაისის მერიაში მყოფი ჩინოვნიკები, წერეთლის უნივერსიტეტიდან საახალწლოდ მიღებულ საჩუქრებთან დაკავშირებით newpress.ge - სთან კომენტარს აკეთებენ.
როგორც ჩინოვნიკები ამბობენ, ისინი წერეთლის უნივერსიტეტიდან მიღებული ტკბილეულის ღირებულებით არ დაინტერესებულან. 
"რამდენადაც, მახსოვს საახალწლოდ უნივერსიტეტისგან ტკბილეული მივიღეთ. მაგრამ რა თანხით იყიდეს ეს, ამით ნამდვილად არ დავინტერესებულვარ",– ამბობს შოთა მურღულია. 
"კალათით მივიღეთ ტკბილეული. რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი არ ყოფილა", – განმარტავს იმერეთის გუნერნატორი, ზაზა მეფარიშვილი. 
ერთადერთი ჩინოვნიკი, რომელსაც უნივერსიტეტისგან გაგზავნილი საჩუქარი "არ მიუღია" საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი აღმოჩნდა. 
"არანაირი საჩუქარი არ მიმიღია,"– ირწმუნება მარგველაშვილი. 
საახალწლო საჩუქრების (ტკბილეულის) მიღება–გაცემა, წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის თქმით უბრალოდ ტრადიციაა, რომელიც ყოველთვის არსებობდა  და მომავალშიც იარსებებს.

ავტორი: თეკლე მორგოშია