"თავისუფალი საქართველო" – ქუთაისის საკრებულომ პატივი უნდა სცეს მიცვალებულებს
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ქუთაისის მერიას მოუწოდებენ, მწვანეყვავილას სასაფლაო და იქვე არსებული პანთეონი ერთმანეთისგან გამიჯნონ.
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას
განმარტებით, დროა საკრებულომ მიხედოს ქალაქის სამეურნეო საქმეებს და მიცვალებულებს მიაგონ პატივი.
"უკვე არავისთვისაა უცხო, რომ ქალაქში სასფლაოები ცოცხალ ადამიანებზე ორმაგ ფასად იყიდება და ასევე, პანთეონი და სამოქალაქო სასაფლაო შერეულია. კეთილი ინებონ და გამიჯნონ", – აცხადებს წულაია.
ქუთაისში, სულ 12 სასფლაოა. მწვანეყვავილას სასაფლაოსგან პანთეონს გამიჯვნას მოქალაქეებიც ითხოვენ.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა