|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი თანამშრომელი დირექტორს საბოტაჟში ადანაშაულებს

„ოპერის თეატრის დირექტორმა  პირდაპირ მოუწოდა თანამშრომლებს გამოსვლებისა და საბოტაჟისკენ მთავრობის, კერძოდ კულტურის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით“, – ამ განცხადებას ოპერის თეატრის ყოფილი თანამშრომელი, ლალი მახარეიშვილი facebook-ის საკუთარ კედელზე ავრცელებს.

მისი თქმით, ოპერის თეატრის დირექტორმა ხატია ვედმედევამ აღნიშნული განცხადება თეატრში საერთო კრებაზე გააკეთა. მახარეიშვილის აზრით, ხატია ვედმედევას ეს საქციელი განპირობებულია იმით, რომ იგი „ცდილობს თავიდან აიცილოს ყოველგვარი პასუხისმგებლობა“.

აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ ოპერის თეატრის სხვა თანამშრომლები. 

მახარეიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას არასწორ და არასერიოზულ ინფორმაციას უწოდებს თეატრის დირექტორი ხატია ვედმედევა.

ოპერის თეატრის დირექტორის თქმით, მახარეიშვილი აღარ არის ოპერის თეატრის თანამშრომელი და მისი ეს განცხადება პირადი ანგარისწორების მიზნით არის გავრცელებული.

ვედმედევას განმარტებით აღნიშნული პირი არ დასწრებია კრებას და ეს ინფორმაცია მის პირად ფანტაზიას წარმოადგენს.

„ეს განცხადება იმდენად აბსურდულია, რომ არც გამოვხმაურებივარ facebook-ში. კულტურის სამინისტრო ქუთაისის ოპერის თეატრთან  თანამშრომლობს, ხელისუფლება გვერდში გვიდგას. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოხერხდა მაგალითად, „ქეთო და კოტეს“ განახლება. ჩვენ ვიზრდებით, ვვითარდებით და დიდი იმედი გვაქვს ხელისუფლების მხარდაჭერის“, – აღნიშნავს ხატია ვედმედევა. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი