|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობიდან გადააყენებენ

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, თამაზ მარგველაშვილს დღეს აღნიშნული თანამდებობიდან გადააყენებენ. 
თამაზ მარგველაშვილის თანამდებობიდან გადაყენება დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, რომელიც 14:00 საათზე არის ჩანიშნული.
მარგველაშვილის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეობის გადაყენებას ჯერ კიდევ, კონკურსის მიმდინარეობის პარალელურად კონკურსის მონაწილეები და ასევე, კომისიის წევრები მოითხოვდნენ.
თამაზ მარგველაშვილი, კომისიის თავმჯდომარის პარალელურად, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეცაა. 
პროტესტის ნიშნად კომისიის 7 წევრიანი შემადგენლობა, სამმა წევრმა უკვე დატოვა. 
   

ავტორი: თეკლე მორგოშია