ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გადაყენებაში "ნაციონალები" მონაწილეობას არ მიიღებენ
ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაში "ნაციონალი" დეპუტატები მონაწილეობას არ მიღებენ.
აღნიშნულის შესახებ, newpress.ge-ის გადაცემა "აქენტში" ნაციონალმა დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ განაცხადა.
"ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე მონაწილეობა მივიღოთ კომისიის თავმჯდომარის გადაყენებაში. რადგან როცა ვინმეს გადაყენებას უჭერ მხარს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცის არჩევა გინდა," - ამბობს "ნაციონალი" დეპუტატი დავით გოგისვანიძე.
გოგისვანიძემ ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ კომისიის თავმჯდომარეს გადაყენების პროცესებში "ნაციონალი" დეპუტატები მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატებს სწორედ მათი რიგებიდან შეარჩევენ.
რა გახდა კომისიის თავმჯდომარის გადაყენების მიზეზები და როგორია ქუთაისში "პარტიული გეგმები"? შეგიძლიათ ნახოთ დღეს newpress.ge-ის ყოველკვირეულ გადაცემაში "აქცენტი", 19 საათზე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, თამაზ მარგველაშვილს აღნიშნული თანამდებობიდან დღეს გადააყენებენ.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა