|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი საქართველო" - ქუთაისში მილიონობით ლარი ყოფილი ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციაში ქუთაისის ბიუჯეტში მიკროავტობუსებიდან და პარკირებიდან შემოსული თანხების სიმცირეს აპროტესტებენ. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას განცხადებით, აღნიშნული სფეროებიდან ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მიზერული თანხები შედის.

"გასაოცარია, რომ მირკოავტობუსებიდან ბიუჯეტში 300 000 ლარი შევიდა, ხოლო პარკირებიდან 57 000 ლარი. მაშინ როცა, ყველაზე უხეში გათვლებით, ამ სფეროებიდან ქალაქის ბიუჯეტში 3 მლნ ლარი უნდა შემოდიოდეს. ყოფილი ხელისუფლების დროსაა ეს ფირმები დაარსებული და დღემდე მილიონობით ლარი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის," - განაცხადა გოგი წულაიამ.
მისი თქმით, კერძო პირებთან ხელშეკრულების გაფორმების ნაცვლად, საქალაქო მიკროსამარშრუტო ხაზების  კომპანიები საკუთარ მიკროავტობუსებს უნდა ფლობდნენ.
"უმჯობესია მერიის სატრანსპორტო სამსახურმა პირდაპირ გააფორმოს ხელშეკრულება ამ პირებთან. არავითარი შუალედური რგოლი არაა საჭირო," - აცხადებს გოგი წულაია.
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას აღნიშნული საკითხების მიმართ რეაგირებისაკენ მოუწოდებს. 

ავტორი: დეა მანაგაძე