"ნაციონალები" ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს პასუხს თხოვენ
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა, გია უკლებამ შოთა მურღულიასგან მოიხოვა პასუხის გაცემა კითხვაზე, დაინიშნა თუ არა ის ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად ღამის 2 საათზე.
"ქუთაისის მერის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, კახა ნემსიწვერიძემ გააჟღერა, რომ მურღულია ღამის 2 საათზე დაინიშნა თანამდებობაზე ისევე, როგორც ეს კომისია ამზადებდა "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ თანამდებობებზე დასამტკიცებელთა სიებს და ასრულებდა სპეცსამსახურების დავალებებს. მოვითხოვ, გასცეს შოთა მურღულიამ ამ კითხვაზე პასუხი. ეს არის სერიოზული დანაშაული და კანონდარღვევა ორივე შემთხვევში - თუკი მართლა ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი და იმ შემთხვევშიც, თუკი ნემსიწვერიძე ტყუის. კომისია გახდა ნოტარიული კანტორა," - განაცხადა გია უკლებამ.
მან ასევე, მოითხოვა მოხდეს იმ საკითხის გარკვევა, არის თუ არა საკრებულოს დეპუტატი აკაკი სიხარულიძე, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ საკრებულოს დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.
"ქალაქში უნდა მოხდეს მნიშველოვანი პროექტების განხორციელება, რადგან კალენდარი ისევ 2013 წელს აჩვენებს," - განაცხადა უკლებამ.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა