"თავისუფალი საქართველო" – ჯიხურები ქუთაისში მერიის წინ დაიდგან
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია ქალაქში სავაჭრო ჯიხურების შერჩევით დადგმას აპროტესტებს.
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულიას განმარტებით, უსამართლობაა ქალაქის გარეუბნებში ჯიხურების განთავსება. "მაშინ როცა, იგივე ჯიხურები ქალაქის ცენტრალური ადგილებიდან აიღეს. თუკი ეს ჯიხურები ქალაქის ცენტრს ამახინჯებს, გარეუბნებმა რა დააშავეს?! ქალაქში ყველა ერთნაირი უფლებით სარგებლობს", – განაცხდა ბრიფინგზე გოგი წულიამ.
"თავისუფალ საქართველოში" განმარტავენ, რომ ისინი ბიზნენსის განვითარების წინააღმდეგნი არ არიან. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ეს ადამიანის უფლების და ქალაქის დამახინჯების საფუძველზე არ უნდა მოხდეს.
"თუ ძალიან უნდათ, ეს ჯიხურები მერიის წინ დიდი ფართია და იქ დადგან", –აღნიშნავს გოგი წულაია.
ქუთაისში სავაჭრო ჯიხურები, ერთი თვის წინ გამოჩნდა. თუმცა, მას მოწინააღმდეგები გამოუჩნდნენ , რის გამოც, ქალაქის ცენტარლური უბნებიდან ისინი აიღეს.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა