ქუთაისის მერიამ კონცერტების მოწყობისთვის 9 600 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
ქუთაისის მერიამ დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მუსიკალური კონცერტების ორგზანიზებისათვის ტენდერი გამოაცხადა.
დედის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში კონცერტს ანსამბლი "ალილო" გამართავს. აღნიშნული კონცერტის მოწყობისათვის ქუთაისის მერიამ 4125 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ასევე, გასულ კვირას, ქუთაისის მერიამ 5 475 ლარად შეფასებული ტენდერი თამარ ჭოხონელიძის და მარიამ როინიშვილის საკონცერტო საღამო მოწყობისთვის გამოაცხადა. კონცერტი ქუთაისში, ასევე, ქალთა საერთაშორისო დღეს გაიმართება.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



16:44
10:53
16:34
















