|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ თვითონ ვართ უმცირესობა სხვაგან

ეროვნული უმცირესობების უფლებები, სტიგმა და სტერეოტიპები - ძირითადად ეს საკითხები იყო განხილვის საგანი დღეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე.

 „როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნული უმცირესობების უფლებებზე საქართველოში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ თვითონ ვართ უმცირესობა სხვაგან - განაცხადა აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ირაკლი ჯულაყიძემ.

მისი თქმით, ამ საკითხის მოგვარების საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ხელშეწყობის პარალელურად.

კომუნიკაცია-აახლოებს,  გაუცხოება იწვევს გაუგებრობებს, ამიტომ ჩვენი ინტერესი უნდა იყოს ამ ხალხის შემობრუნება, - ამბობს ირაკლი ჯულაყიძე.

დისკუსიაზე საუბარი შეეხო,  აგრეთვე, რამდენიმე თვის წინ, წერეთლის უნივერსიტეტში ნიგერიელი სტუდენტების ცემის ფაქტს, ჯავახეთში გამოვლენილ სეპარატისტულ ფაქტებსა და რელიგიურ საკითხებს.

ლექცია კითხ-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრ საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტიეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში გაიმართა.

ავტორი: ლანა კოკაია