|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნიაში რეორგანიზაცია დასრულებულია

იმერეთის გუბერნიაში რეორგანიზაცია დასრულებულია. იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა სამხარეო ადმინიტრაციაში რეორგანიზაციის შედეგად დროებით მოვალეობის შემსრულებლები წარადგინა. 

"მე მგონი ჩვენ ვართ პირველები, რომლებმაც დავასრულეთ ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია. ჩვენ ამისთვის კანონით განსაზღრული 60 კალენდარული დღე გვქონდა", - განაცხადა, დღეს, საგანგებო პრესკონფერენციაზე, ზაზა მეფარიშვილმა.
იმერეთის სამხარეო ადმინიტრაციაში სულ 53 საშტატო ერთულია. აქედან, 10 მუდმივი, ხოლო 37 დროებით შემსრულებელია. დარჩენილი 6 საშტატო ადგილი ვაკანტურია. 
ზაზა მეფარიშვიულის განმარტებით, დროებით მოვალეობის შემსრულებლად პირების დანიშვნა ღამის 1 საათზე მოხდა. 
ზაზა მეფრიშვილი თავად, აღნიშნულ თანამდებობაზე 2013 წლის, დეკემბერში დაინიშნა. 

ავტორი: თეკლე მორგოშია