იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი დაინიშნა
იმერეთის სამხარეო ადმინისტარციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი, კოტე ლომიძე დაინიშნა.
კოტე ლომიძეს წარდგინება იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა გააკეთა.
"კოტე ლომიძემ ძალიან კარგად იცის თვითმმართველობის საკითხები და ამიტომაც, საჭიროდ ჩავთავლე მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა", - აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა.
სამხარეო ადმინისტრაციაში, ქუთაისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი, სოსო ხახალეიშვილი - რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
მხარის გუბერნატორის შეფასებით, ხახალეიშვილიც მისაღები კანდიდატურაა.
მეფარიშვილი ირწმუნება, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში ადამიანების დანიშვნა მისი გადაწყვეტილებით მოხდა.
"მადლობა მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ სრული თავისუფლება და არჩევანის შესაძლებლობა მომცა რეორგანიზაციაში", - განმარტა იმერეთი გუბერნატორმა.
სამხარეო ადმინისტრაციაში ახლად დანიშნული პირების გარდა, ასევე თანამდებობაზე რჩებიან ძველი თანამშრომლებიც.
სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის აპარატს გოჩა გაბუნია უხელმძღვანელებს, ხოლო მისი მოადგილე, ზეინაბ ხაჩიძე იქნება.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა