|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში შეჩერებული სამუშაოების გამო მუშები გაიფიცნენ

წყალტუბოში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოების ნაწილი შეჩერებულია. აღნიშნულის გამო, ადგილზე დასაქმებულმა მუშებმა, დღეს, წყალტუბოს გამგეობის შენობის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს.

მუშების მთავარი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დაფარვაა იმ კომპანიისგან, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა. როგორც მუშები ამბობენ, ისინი კომპანიის წარმომადგენლებთან დაკაშირებას ვეღარ ახერხებენ და დახმარებას ადგილობრივ თვითმმართველობას თხოვენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით კი შპს "სანმა" სამუშაოები ფინანსური დავალიანების გამო შეაჩერა. კონსტანტინე მამისეიშვილი განმარტავს, რომ მათ უკვე მიმართეს წერილობით მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც აღნიშნულ პროექტებს ახორციელებს.

ავტორი: ანა ჯანაშია