|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას სპეციალური კომისია იკვლევს

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას "საქნახშირის" გენერალური დირექტორი, ვალერი კუხალაშვილი აკეთებს. მისი თქმით, უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი მაღაროს უფროსის მოადგილე, ტარიელ ქასრაშვილია. როგორც ვალერი კუხალაშვილი განმარტავს, ქასრაშვილი ნახშირის ტრანსპორტირებისას მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა. გარდაცვლილი 50 წლამდე ასაკის იყო. 

ტყიბულის მაღაროში უბედური შემთხვევა დღის 16 საათზე მოხდა. როგორც "საქნახშირის" დირექტორი ამბობს, ჯერჯერობით, შემთხვევის გამომწვევი მიზეზები დადგენილი არაა. თუმცა, უკვე შექმნილია კომისია, რომელიც ადგილზე გამოძიებას და შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს.
ვალერი კუხალაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს სრულად "საქნახშირი" აანაზღაურებს. 

ავტორი: ანა ჯანაშია