|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის შენობის წინ სავაჭრო ჯიხური დადგეს

ქუთაისის მერიის წინ მუყაოს ქაღალდისგან გაკეთებული სავაჭრო ჯიხური 
დადგეს, რომელიც მანამ იქნება, ვიდრე ქალაქში არსებულ ჯიხურებს არ აიღებენ.
აღნიშნული ინიციატიცით და მოთხოვნით პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის  წარმომადგენლები გამოდიან.
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას, განმარტებით, ქალაქში მარკეტების პრობლემა არ არის, ამიტომაც სრული აბსურდია ჯიხურების განთავსება.
"არანაირი საჭირეობა არ იყო ჯიხურების დასადგმელად სკვერების გასხვისება. ეს ყველაფერი ჩინოვნიკების ინეტერესებისთვის კეთდება. ამიტომაც მოვუწოდებ შოთა მურღულიას, რომ შეაგროვოს დოკუმენტები და მიმართოს პროკურატურას. მის პატიოსნებაში ეჭვი არ გვეპარება", - განაცხადა გოგი წულიამ.
 

ავტორი: თეკლე მორგოშია