საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ყოფილი "ტორპედოელებით" დაკომპლექტდა
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონმა", დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, გუნდის ახალი შემადგენლობა დაასახელა.
გუნდი, ძირითადად,
ყოფილი "ტორპედოელებით" დაკომპლექტდა. 12 ახალწვეულიდან 9 მათგანი, ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელია.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ახალწვეულთა სია ასე გამოიყურება: თეიმურაზ ღონღაძე , მეკარე დავით კუპატაძე, მცველები გიორგი გურული და ზაზა ჭელიძე, ნახევარმცველები გრიგოლ დოლიძე და გიორგი კუხიანიძე, თავდამსხმელები დიმიტრი ტატანაშვილი და ნიკა საბანაძე, შემტევი ნახევარმცველი რევაზ გეწაძე და ფორვარდი თორნიკე კაპანაძე, ნახევარმცველი ბექა კაკუშაძე და თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია.
ახალწვეულებს კლუბის ხელმძღვანელობისგან პერსონალური ნომერები მიენიჭათ და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მაისურები გადაეცათ.
შესაძლოა, "ზესტაფონელთა" რიგებს, ასევე, "ტორპედოს" ყოფილი მეკარე, ომარ
მიგინეიშვილიც შეუერთდეს.
1 თებერვალს "ზესტაფონი" ახალი შემადგენლობით თურქეთში მოსამზადებელ ეტაპს გაივლის, სადაც რამდენიმე სპარინგ შეხვედრას გამართავს რუმინულ "პანდურისთან", ჩეხურ "პრშიბრამსთან", უკრაინულ "ჩერნომორეცსა" და მაკედონიურ "ტურნოვოსთან".
ავტორი: დეა მანაგაძე