|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნიკეას ნაგავსაყრელზე პირუტყვებს გამოსაკვებად გზავნიან

ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელზე უყურადღებოდ დარჩენილ მსხვილფეხა საქონელს ყოველდღიურად  იჭერენ.
როგორც newpress.ge - სთან საუბარში საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის იმერეთის რეგიონის უფროისი კოორდინატორი ამბობს, მწყემსები ნაგავსაყრელზე ყოველდღიურად სულ მცირე 4-5 პირუტყვის დაჭერა უხდებათ. დაჭერილი საქონელი შემდეგ შესაბამის სამსახურს უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა სადგომზე გადაჰყავს. 

"საქონელს ახლომდებარე უბნებისა და სოფლის მოსახლეობა ნაგავსაყრელზე გამოსაკვებად გზავნის. ამიტომ ამ ძროხების არც რძე ვარგა  და არც მისგან დამზადებული საკვები პროდუქტები იჭმება. ჩვენ ბევრჯერ გავაფრთხილეთ მოსახლეობა, მაგრამ ყოველდღე იგივე მეროდება და საჯარიმო სანქციების მიუხედავად, მეორე დღეს პირუტყვს ისევ გზავნიან ნაგავსაყრელზე,"- ამბობს საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის იმერეთის რეგიონის უფროსი კოორდინატორი გიორგი საყვარელიძე, რომელიც მოსახლეობას მოუწოდეს მსგავსი ქმედებისგან თავის შეიკაონ.
უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველზე, საჯარიმო სანქცია ერთჯერადად 20 ლარს შეადგენს.
ნაგავსაყრელზე არსებული ზემოთაღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ნაგავსაყრელის შემოღობვა უნდა მოხდეს, რომლის სამუშაოები ნიკეას ნაგავსაყრელზე უკვე დაწყებულია. 
ქუთაისში, ნიკეაზე არსებულ ნაგავსაყრელზე კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტო
ნიკეას ნაგავსაყრელი, ახალი ნაგავსაყრელის (ქვაშავას ტერიტორიაზე) ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ დაიხურება. აღნიშნული პროექტის დასრულების თარიღად 2016 წელი სახელდება.

ავტორი: ანა ჯანაშია