|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უამინდობის გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვებია

უამინდობის გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვებია. გუდაურიდან-კობამდე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა ყველა ტრანსპორტისთვის აკრძალულია. კობიდან ლარსამდე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, სხვა სახის ტრანსპორტისთვის კი აკრძალვები არ მოქმედებს.

იგივე რეჟიმია მლეთიდან გუდაურამდე გზაზე - მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტომანქანები მხოლოდ ჯაჭვებით გადაადგილდებიან, სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი მოძრაობა თავისუფალია.
რაც შეეხება გომბორის უღელტეხილს, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის კი დაშვებულია მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

წყარო: pirveliradio.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა