|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი - მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ ბევრი საკითხია პრობლემური

იმერეთის გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდა. 

მეფარიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ პრობლემურია ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები, რაც დროულ გადაწყვეტას საჭიროებს. 
"მაგალითად, რეგიონებში ისევ პრობლემურია საავადმყოფოების საკითხები, ასევე მოსაგვარებელია მოსახლეობის სოციალური პრობლემებიც. სწორედ ამ საკითხების გადაწყვეტისთვის საჭიროა ხშირი კონტაქტი და შეხვედრები მუნიციპალიტეტების გამგებლებთან, რათა სწორად დაიგეგმოს მათი გადაწყვეტის გზები,"-ამბობს იმერეთის გუბერნატორი.
გამგებლების თქმით, მსგავსი შეხვედრები მუნიციპალიტეტებში პრობლემების დროულად მოგვარების გარანტია. 
"ასეთი შეხვდერები ძალიან სასარგებლოა და ხშირად უნდა იმართებოდეს, რაც საშუალებას გვაძლევს დროულად გავაჟღეროთ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები და მათ დროულ მოგვარებაზე ვიზრუნოთ,"- ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ თადუმაძე.
იმერეთის გუბერნატორი დღის ბოლომდე მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების განხილვას, ასევე, გეგმავს  ლტოლვილტა და განსახლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად.

ავტორი: ანა ჯანაშია