იმერეთის გუბერნატორი – ჩვენი მიზანია ვაუჩერიზაცია დროულად დაიწყოს
სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები და მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები – ეს ის საკითხებია, რომლებიც იმერეთის გუბერნატორმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან და გამგებლებთან ერთად განიხილა.
როგორც იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ამბობს, სოფლის მეურნეობის კუთხით რეგიონებში მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი.
მეფარიშვილმა რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოების უკეთ განსახორციელებლად, მექანიზაციის ცენტრების წარმომადგენლებს რეგიონებში ტექნიკის თანაბარი გადანაწილება დაავალა.
გარდა აღნიშნულისა, მეფარიშვილი იმ პრობლემებსაც შეეხო, რომლებიც მოსახლეობის ვაუჩერიზაციის კუთხით რეგიონებში დღემდე არსებობს.
გარდა აღნიშნულისა, მეფარიშვილი იმ პრობლემებსაც შეეხო, რომლებიც მოსახლეობის ვაუჩერიზაციის კუთხით რეგიონებში დღემდე არსებობს.
"რეგიონებში დღემდე არსებობს მოსახლეობის ის კატეგორია, რომლებსაც გასულ წელს ვაუჩერი არ მიუღიათ. წელს, ჩვენი მიზანია ვაუჩერიზაცია დროულად დავიწყოთ და არცერთი მოსახლე არ დარჩეს ვაუჩერის გარეშე, რათა სოფლის მეურნეობა უკეთესად განვითარდეს რეგიონებში და ყველას მიეცეს ამ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა,"–ამბობს ზაზა მეფარიშვილი.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა