ქუთაისის სპორტის სასახლეს იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა
ქუთაისის სპორტის სასახლე არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა და ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაში გადავიდა.
სასახლისათვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით მოხდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა.
საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელმა, გია უკლებას აზრით სპორტის სასახლისთვის ააიპ-ს სატატუსის მინიჭება საბიუჯეტო ცვლილებებს გამოიწვევს.
"თუკი იურიდიული პირი არ იყო აქამდე, მაშინ თანხა რატომ გადავურუცხეთ," - განაცხადა გია უკლებამ.
ქუთაისის ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვილის მტკიცებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გადარიცხვა სპორტის სასახლისთვის არ მომხდარა. მისივე განცხადებით, სპორტის სასახლისათვის სტატუსის მინიჭება, საბიუჯეტო ცვლილებებს არ გამოიწვევს.
ქუთაისში სპორტის სასახლე 2007 წელს აშენდა. სასახლის მშენებლობაზე 3 მლნ ლარი დაიჯარხა.
სპორტის სასახლეს ოლიმპიური ჩემპიონების, მიხეილ ქორქიასა და ზაურ საკანდელიძის სახელი მიენიჭა.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა