|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში 2014 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 251 მილიონზე მეტი დაიხარჯება

იმერეთში 2014 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 251 მილიონზე მეტი დაიხარჯება, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქრტურის სამინისტრო დააფინასებს. 

აღნიშნულის შესახებ დღეს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქრტურის მინისტრმა, რაიონების გამგებლებთან შეხვედრისას განაცხადა. 
დავით ნარმანიას თქმით, მიმდინარე წელს, რეგიონულ პროექტებზე, რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, დამატებით, 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. 
"პროექტების მოცულობა საკმაოდ დიდია ღირებულებითაც და რაოდენობითაც. უდიდესი ნაწილი ამ თანხის დაიხარჯება იმერეთში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე. ასევე, დაფინანსებულია შიდა მნიშვნელობის გზები, ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა და წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები," - განაცხცადა დავით ნარმანიამ.
იმერეთის გუბერნატორის, ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, იმერეთში 2014 წელს განსახორციელებლი პროექტები უკვე დაფინანსებულია. რაიონის გამგებლებთან შეხვედრაზე იმ საკითხებზე იმსჯელებენ, თუ რომელი პროექტი რომელ რაიონში უნდა დაიწყოს.

ავტორი: დეა მანაგაძე