მიმდინარე წელს წყალტუბოს რეაბილიტაციის დასრულება იგეგმება
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო მიმდინარე წელს წყალტუბოში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას გეგმავს.
სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალტუბოში მოწესრიგდება ცივი ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორია, პარკებიი, საფეხმავლო ხიდები, მოეწყობა გარე განათების ბოძები, აშენდება მცირე ზომის ტურისტული შენობა ნაგებობები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება კინო–თეატრის, რკინისგზის სადგურისა და გამგეობის შენობებს.
საერთო ჯამში, იმერეთის რეგიონში აღნიშნულ პროექტთან ერთად, დანარჩენი 17 ინფარსტუქტურული პროექტის განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების სამინისტრო 26 232 400 ლარს დახარჯავს.
ავტორი: ანა ჯანაშია