ქუთაისელი "ნაციონალი" შოთა მურღულიას თხოვნით მიმართავს
ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელს, შოთა მურღულიას საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი, გია გოქაძე თხოვნით მიმართავს.გოქაძე შოთა მურღულიას, კიკვიძის ძეგლის დემონტაჯს სთხოვს.
"ჩვენი მეგობარი ერის მიმართ პატივისცემისა და მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოვლინებად მიგვაჩნია უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი ვასილ კიკვიძის ძეგლის სასწრაფო დემონტაჯი", - წერია გია გოქაძის მიერ მურღულიასთვის გაგზავნილ წერილში. კიკვიძის ძეგლის ნაცვლად კი, გაბრიელ ეპისკოპოსის ძეგლის დადგმა, რომლის მორვაწეობის პერიოდში იმერეთში არაერთი ტაძარი აშენდა.
"ან ქუთაისის პირველი თავის, ლუკა ასათიანის ძეგლის დადგმა, რომლის პერიოდში ქუთაისში თვითმმართველობა ჩამოყალიბდა", - მიმართავს გოქაძე შოთა მურღულიას.
საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის იმედოვნებს რომ მის თხოვნას მუღულია გაითვალისწინებს.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა