ქუთაისის სამაშველო სამსახური - გამოძახებები გაუწმენდავ ბუხრებზეა
ქუთაისში, სახანძროსამაშველო სამსახურში ბოლო ორი დღის განმავლობაში 12 გამოძახება დაფიქსირდა.
მერიის
სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლოზ
კოღუაშვილი newpress.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ამ ხნის
განმავლობაში საგანგაშო გამოძახებები არ ყოფილა.
"ძირითადი ნაწილი, გაუწმენდავი ბუხრის გამო გვქონდა გამოძახებები, მაგრამ ჩვენ იძულებულები
ვიყავით სამაშველო სამსახური გაგვეშვა. თუმცა, მინდა მივმართო მოსახლეობას,
რომ ჩვენი გამოძახებაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. ბუხრის გაწმენდის
სახმსახური და სერვისი არის და მას უნდა მიმართონ", - განმარტავს
კოღუაშვილი.
სამაშველო-სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის
განმავლობაში გამოძახებები ბუხრის გარდა, ავტოფარეხში, ბუნკერებში
გაჩენილი ხანძრის გამო იყო.
"ერთადერთი სერიოზული გამოძახება იყო, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე სამოთახიანი ბინა დაიწვა", - აღნიშნავენ სამაშველო სამსახურში.
სახანძრო-სამაშველო სამსახური ძლიერი ქარის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ავტორი: თეკლე მორგოშია