ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის პოსტი ვაკანტურია
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ადგილი ვაკანტურია. აღნიშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთი დეისაძემ თანამდებობა დატოვა.
დეისაძის განმარტებით, მან პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
"სრულიად ნორმალურია ერთი უწყებიდან მეორეში გადასვლა", – განმარტა newpress.ge–სთან საუბარში ქეთი დეისაძემ.
ამ დროისთვის დეისაძე ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების ააიპ გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორია.
ქეთი დეისაძე ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად 2007 წლის 3 იანვრიდან მუშაობს.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა