ყინვები 6 თებერვლის შემდეგ შესუსტდება
საქართველოში ყინვები 10 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, თბილისში წუხელ 14 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. ამაღამაც იგივე ტემპერატურაა მოსალოდნელი, ანუ -14 გრადუსი. დღის ტემპერატურა დღესაც ნულ გრადუსშე დაბალი იქნება, თუმცა ხვალიდან დღისით თბილიში ჰაერის ტემპერატურა +2;+3 გრადუსამდე მოიმატებს.
აღნიშნულის მიუხედავად, 10 თებერვლის ჩათვლით თბილისში ღამით კვლავ ყინვები შენარჩუნდება.
10 თებერვლის ჩათვლით, ასევე ღამით ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის ბარში -20-15 გრადუსამდე.
ამასთან, სინოპტიკოსების მონაცემებით, მარნეულში გასულ ღამით -18 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. -12-15 გრადუსი ყინვა იქნება ღამით კახეთში და ქვემო ქართლშიც; მთაში -20 გრადუსი; მაღალმთაში კი -23-28 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ბარში -5;0. ხოლო მაღალმთაში -9;-4 იქნება.
6 თებერვლის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში ყინვები შესუსტდება. თბილისში ღამით ყინვა -7-8; ბარში -15 გრადუსამდე შესუსტდება.
დასავლეთ საქართველოში კი, შედარებით დაბალი ყინვები იქნება, სანაპირო ზოლში კი ღამითაც ტემპერატურა ნულ გრადუსზე მეტი იქნება. ბათუმში ღამით +2;+3 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ამაღამ და ხვალ -2;-8 გრადუსი იქნება. ხვალ დღისით +2;+7გრადუსი დაფიქსირდება. მთაში საშუალოდ ღამით -13 ხოლო მაღალმთაში -18 გრადუსი დაფიქსირდება. ამასთან, მთაში დღისით -5;0, ხოლო მაღალმთაში -7;-2 გრადუსი იქნება.
ასევე, დასავლეთ საქართველოში დღეს, დღის ბოლომდე დასვლეთის ძლიერი ქარი ჩადგება, რომლის სიჩქარე წამში 28 მეტრს შეადგენს.

წყარო: interpressnews.ge
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა