|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარიკა დავითულიანი - კიბოს დროული გამოვლენა ნიშნავს ორგანოს შენარჩუნების დიდ ალბათობას

კიბოს პრევენციის დღესთან დაკავშირებით, დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კიბოს ეპიდემიოლოგია და პრევენციული მიდგომები საქართველოში - ამ საკითხებზე ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი „ჰერას“ წარმომადგენელმა ექიმმა, მარიკა დავითულიანმა ისაუბრა. მისი თქმით, კიბოს გამომწვევი უმთავრესი მიზეზებია: თამბაქოს მოწევა, არასწორი ცხოვრების წესი, გენმოდიფიცირებული საკვები, კონტრაცეპტივების მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ე.წ Fast food-ები და ა.შ.

„სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით, 2008 წელს ამოქმედდა კიბოს სკრინინგ პროგრამა, რომელიც ძალიან ეფექტურად ითვლება ამ ხნის განმავლობაში. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის მოქმედებს ჯანმრთელობის უფასო პროგრმა. ამისათვის საჭიროა მხოლოდ დარეკონ, დარეგისტრირდნენ, პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ კი მათ ჩაუტარდებათ გამოკვლევა კლინიკური მეთოდებით. გამოკვლევა არის სრულიად უფასო სახელმწიფოს მიერ," - ამბობს მარიკა დავთულიანი.
„კიბო ყოველთვის არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს. ადეულ პერიოდში კიბოს გამოვლენა ნიშნავს ორგანოს შენარჩუნების დიდ ალბათობას, ამიტომ, აუცილებელია დროული მომართვიანობა, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ნაკლებია საქართველოში,“-აცხადებს მარიკა დავითულიანი.
2010 წლის მონაცემებით, მამაკაცებში კიბოს გამოვლენილ შემთხვევები ლიდერობს ფილტვის კიბო, ხოლო ქალებში - სარძევე ჯირკვლისა და ძუძუს კიბო. ამ მხრივ საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მერყეობს დაახლოებით 100 000 ქალზე, რომელიც 20%-ს შეადგენს.
რაც შეეხება კიბოს შემთხვევების გამოვლინებებს, ამ მხრივ ყველაზე გავრცელებულია იგი კასპის რაიონში, ხოლო შედარებით კარგი მდგომარეობა იგრძობა სვანეთში, - ამბობს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი „ჰერას“ წარმომადგენელი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს გაეროს ასოციაცია, პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“.

ავტორი: ლანა კოკაია