საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდები დღეს დაიწყო. გამოცდები ელექტრონული ტესტირების მეთოდით ხორციელდება.
სერტიფიცირების მსურველებს, რომლებმაც ტესტირება ელექტრონულ რეჟიმში გაიარეს, საკმარისი ქულების დაგროვების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი გადაეცემათ.
თითოეული გამოსაცდელისთვის, ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 30 საგამოცდო ტესტი შეირჩევა. ტესტირება ერთი საათის განმავლობაში
გაგრძელდება. დადებითი შეფასების მისაღებად, გამოსაცდელმა 24 ქულა უნდა დააგროვოს. ქულების საკმარისი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, გამოსაცდელს სერტიფიკატი ადგილზე გადაეცემა.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მისაღებად რეგისტრაცია 5290-მა პირმა გაიარა.
სასერთიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობას არასამთავრობო ორგანიზაცია, "საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის" სამი დამკვირვებელი გაუწევს მეთვალყურეობას.
ავტორი: ნიუპრესი