|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი თანამშრომლები – ბიუჯეტი ეპილაციისთვის იხარჯება

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის მმართველს, ხატია ვედმედევას ოპერიდან გათავისუფლებული თანამშრომლები უპირისპირდებიან. 

ოპერის თეატრის ბუნებრივი აირის, დაახლოებით, 3000 ლარზე მეტი დავალინება, მაკიაჟისთვის, ეპილაციისთვის, სილამაზის სალონ "ელიზიუმში" გადარიცხული 300 ლარი, ასევე, რესტორნებისთვის დახარჯული თანხები – ეს ის ბრალდებებია, რომლებიც დღეს ოპერის თეატრის ყოფილმა თანამშრომლებმა, საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანეს. 
"საინტერესოა, აქვს თუ არა ამის შესაძლებლობა ოპერის თეატრს, რომ ასე არამიზნობრივად დახარჯოს თანხები", – განაცხადა ოპერის თეატრის ყოფილმა თანამშრომელმა, გვანცა გაბუნიამ. მისი თქმით, ვედმედევამ ის არაპროფესიონალიზმის მოტივით გაათავისუფლა.  
"მაშინ როცა, ამ დრომდე ვერ ვნახეთ ვედმედევას დიპლომი და არ ვიცით თუ რა აქვს დამთავრებული", – განაცხადა გაბუნიამ.
newpress.ge ამ წუთებში ოპერის თეატრის დირექტორთან დაკავშირებას ცდილობს, რომლის პოზიციას მალე მოგაწვდით. 

ავტორი: თეკლე მორგოშია