|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი – ეპილაცია მამაკაცმა გაიკეთა

ქუთაისის  ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის დირექტორი, ხატია  ვედმედევა დღეს მის წინააღმდეგ გაკეთებულ ბარლდებებს newpress.ge –სთან საუბარში ეხმაურება.  ვედმედევა უარყოფს ინფორმაციას, რომ ბიუჯეტის თანხებით სალონში ეპილაციას იკეთედბა. მისი განცხადებით, ეპილაცია არა მან, არამედ სოლისტმა გაიკეთა, რომელიც მამაკაცია.

ვედმედევა ამბობს, რომ მის ყოფილ თანამშრომლებთან დაპირისპიება არ სურს. თუმცა,  განმარტავს, რომ საზოგადეობას სწორ ინფორმაციას მიაწვდის. 
"არ ვაპირებს თავის მართლებას. თუმცა, უნდა განვმარტო, რომ ბიუჯტის არამიზნობრივი ხარჯვა არ მომხდარა. 40 წლის განმავლობაში თეატრში არ არსებობდა საგრიმიორო და მე სოლისტებს გრიმის გარეშე ვერ გამოვიყვან სცენაზე. ეპილაცია კი, მამკაცმა გაიკეთა, რადგან კოსტიუმი ღია იყო და მკერდზე უხერხული იყო თმა", – განმარტავს  ხატია ვედმედევა. 
მისი განმარტებით, სალონ "ელიზიუმში"  მომსახურების ერთწლიანი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.   

ავტორი: თეკლე მორგოშია