სალონი "ელიზიუმი" - ქუთაისის ოპერის თეატრთან ხელშეკრულება არ არსებობს და არც გაწეული მომსახურების თანხაა გადმორიცხული
ქუთაისის ოპერის თეატრსა და სილამაზის სალონ "ელიზიუმს" შორის არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს. ამის შესახებ, newpress.ge-ისთან საუბარში თავად, სალონის მფლობელი ელისო ჯიშკარიანი განმარტავს.
მისი თქმით, ოპერის თეატრის სოლისტებს მომსახურეობა გაუწიეს. თუმცა, მათ შორის ხელშეკრულება არ ყოფილა დადებული.
"ხელშეკრულებაზე იყო საუბარი. თუმცა, მათი მხრიდან ამ დრომდე დაგვიანდა. ასევე, გაწეული მომსახურების თანხა ჯერ გადმორიცხული არ არის", - ამბობს ელისო ჯიშკარიანი.
სოლისტების მაკიაჟი, წამწამების გაკეთება, თმის ვარცხნილობები და ლაზერული ეპილაცია - ეს ის მომსახურეობაა, რომლებიც ქუთაისის ოპერის სოლისტებმა "ელიზიუმისგან" მიიღეს.
ამ მომსახურეობის გარდა, აღნიშნულ სალონში, ოპერის დირექტორმა, ხატია ვედმედევამ სოლისტებისთვის ნატურალური თმის, ესპანური წარმოების, შინიონი შეიძინა, რომელიც 200 ევროს ღირებულებისაა.
ოპერის თეატრმა სალონ "ელიზიუმს" მომსახურების სანაცვლოდ 645 ლარი უნდა გადაურიცხოს.
ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი, ხატია ვედმედევა კი newpress.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ სალონ "ელიზიუმში" მომსახურების ერთწლიანი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ხოლო ელიპაცია არა მან, არამედ, სოლისტმა მამაკაცმა გაიკეთა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ სალონშიც.
ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დღეს ყოფილმა თანამშრომლებმა დაადანაშაულეს. მათი თქმით, ხატია ვედმედევა ბიუჯეტის თანხებით სალონში სხვადასხვა მომსახურებას იღებდა, მათ შორის იკეთებდა ეპილაციას.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა