ქუთაისის ოპერის სოლისტის ლაზერული ეპილაცია 100 ლარამდე დაჯდა
ქუთაისში მდებარე ესთეთიკური სილამაზის ცენტრში, "ელიზიუმი" ადასტურებენ ოპერის თეატრის დირექტორის ინფორმაციას, რომ ლაზერული ეპილაციის მომსახურეობა არა მას, არამედ, მხოლოდ თეატრის სოლისტ მამაკაცს გაუწიეს.
როგორც სალონის მფლობელი, ელისო ჯიშკარიანი newpress.ge-სთან საუბარში განმარტავს, ოპერის სოლისტმა გულ-მკერდის ლაზერული ეპილაცია ღია სასცენო კოსტიუმის გამო გაიკეთა.
სოლისტი მამაკაცის ვინაობას სალონში არ აკონკრეტებენ, ხოლო აღნიშნული მომსახურეობა 100 ლარამდე დაჯდა.
სოლისტის ვინაობის გამხელისგან თავი ოპერის დირექტორმა, ხატია ვედმედევამაც შეიკავა.
"ვერ გეტყვით, ცოტა არ იყოს უხერხული მომენტია," - განაცხადა ხატია ვედმედევამ.
ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დღეს ყოფილმა თანამშრომლებმა დაადანაშაულეს. მათი თქმით, ხატია ვედმედევა ბიუჯეტის თანხებით სალონში სხვადასხვა მომსახურებას იღებდა, მათ შორის იკეთებდა ეპილაციას.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა