|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს მიმართ ინტერესი გაათმაგებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს მიმართ ინტერესი გაათმაგებულია. როგორც პრემიერმა განაცხადა, ინტერესის გაზრდა გარკვეულწილად უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა.
"ბრიუსელში ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო, საინტერესო შეხვედრები მქონდა. მათგან მივიღე დასტური, რომ საქართველო ხელს მოაწერს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას აგვისტოს თვეში და ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი აღნიშნულ შეთანხმებას. ზოგადად ინტერესი საქართველოს მიმართ არის გაათმაგებული და ალბათ არ ვიქნები გადაჭარბებული, თუ ამას ვიტყვი. ინტერესის გაზრდა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა", - აღნიშნავს ღარიბაშვილი.
რაც შეეხება საფრთხეების პრევენციას, პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლება საკმარისზე მეტს აკეთებს. 

"ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ ევროპელ კოლეგებს და მათ ზედმიწევნით დეტალურად იციან, თუ რა საფრთხეები შეიძლება მივიღოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნისგან", - ამბობს პრემიერ-მინისტრი.
წყარო: interpressnews.ge

ავტორი: ნიუპრესი